Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№   4/29 - 1   
19.02.2014                              
ქ.თბილისი


სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ
            
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ და მე-6 პუნქტის, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს  №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ:
1.    განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
•    სიმონ გელაშვილი –  პროფესორი, თავმჯდომარე;
•    ბაბულია მღებრიშვილი –  ასოცირებული პროფესორი;
•    მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასისტენტ პროფესორი;
•    ია ნაცვლიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი;
•    ნინო პაპაჩაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი;
•    დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
•    ლალი კობახიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
•    ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
•    მარინა ჩავლეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
•    ნაზირა კაკულია - ასოცირებული პროფესორი;
•    ნატო კაკაშვილი - ასისტენტ პროფესორი;
•    ნინო ფარესაშვილი - ასისტენტ პროფესორი;
•    ზეინაბ გოგრიჭიანი - მასწავლებელი;
•    ირინე მამამთავრიშვილი - მდივანი;
2.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს  ბრძანება განათავსოს ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


დეკანის მოვალეობის შემსრულებელი                       თეიმურაზ ბერიძე